ბიბლიოთეკაელექტრონული ბიბლიოთეკა
,,ევროპული სამართალი”
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა | [ 2011-03-08 ]
ავტორი: გაგა გაბრიჩიძე
ლექციების კურსში განხილულია ევროპული კავშირის კონსტიტუციური და ინსტიტუციონალური სტრუქტურა და ევროპული კავშირის მატერიალური სამართალი (შიდა ბაზრის სამართალი და კონკურენციის სამართალი), აგრეთვე ევროპული კავშირის ინსტიტუტები და კავშირის სამართალწესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ევროპული სამართალი წარმოადგენს განვითარების არა სტატიკურ, არამედ განგრძობად პროცესს და კავშირის სამართალწესრიგი შეესატყვისება იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, რომელშიც კავშირი ოპერირებს. შესაბამისად აღნიშნულ ლექციების კურსში გაანალიზებულია ევროპული სამართლის გამოყენება მის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში; ევროპული პრეცედენტული სამართლისა და კანონმდებლობის პრაქტიკული ეფექტი საჯარო და კერძო სექტორის საქმიანობაზე; ევროპულ განზომილებაში არსებული სამართლებრივი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, აგრეთვე ევროპული საჯარო და კერძო სამართლის სპეციალური სფეროები.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის ბატონ გაგა გაბრიჩიძეს გაწეული დახმარებისათვის.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება