სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები

[ 2011-01-13 ]NEW

2011 წლის 13 იანვრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

- ცვლილება:
ა. მე-14 მუხლის (მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი საქმეები) ”ბ” ქ/პ;
ბ. 74-ე მუხლის (შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში) 1-ლი ნაწილი;
გ. 78-ე მუხლი (საჯარო შეტყობინება);
დ. 177-ე მუხლის (საქმის აღძვრა) მე-2 ნაწილი;
ე. 179-ე მუხლის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) 1-ლი ნაწილი;
ვ. 185-ე მუხლის (ხარვეზის შესახებ განჩინება და სარჩელის უკან დაბრუნება) 1-ლი ნაწილი;
ზ. 191-ე მუხლის (განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) 1-ლი ნაწილი;
თ. 196-ე მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით) მე-2 ნაწილი;
ი. 201-ე მუხლის (სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი) მე-4 ნაწილი;
კ. 205-ე მუხლის (მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა) 1-ლი ნაწილი;
ლ. 207-ე მუხლის (განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ)
1-ლი ნაწილი;
მ. 229-ე მუხლის (მოსარჩელის გამოუცხადებლობა) 1-ლი ნაწილი;
ნ. 230-ე მუხლის (მოპასუხის გამოუცხადებლობა) 1-ლი ნაწილი;
ო. 2321 მუხლი (მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები);
პ. 269-ე მუხლი (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვა);
ჟ. 281-ე მუხლის (საქმის წარმოების შეჩერების ვადები) ”ა” ქ/პ;
რ. 369-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა) 1-ლი ნაწილი;

- დამატება:
ა. 343 თავი (ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი);
ბ. 177-ე მუხლის (საქმის აღძვრა) მე-3 ნაწილი;
გ. 185-ე მუხლის (ხარვეზის შესახებ განჩინება და სარჩელის უკან დაბრუნება) მე-3 ნაწილი;
დ. 257-ე მუხლის (გადაწყვეტილების გამოტანა) მე-4 ნაწილი;
ე. 2591 მუხლი (გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება);
ვ. 261-ე მუხლის (დამატებითი გადაწყვეტილება) 31 ნაწილი;
ზ. 4331 მუხლი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება