უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარი შემუშავდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ და მასში მოცემულია იმ იურიდიულ ბიუროთა საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე (pro bono) ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.
აღნიშნული ცნობარი არსებითად განკუთვნილი იმ პირთათვის ვინც საკუთარ თავს თავად იცავენ (self-defendent). ცნობარი ხელს შეუწყობს ამ პირებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის ხელმისაწვდომობას, ემსახურება მათ როგორც უფასო გზამკვლევი ხარისხიანი მართლმსაჯულების მისაღებად.
თუკი მოქალაქეებს სთავაზობთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, მაგრამ ცნობარში თქვენი იურიდიული ბიურო არ არის მითითებული, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (
tbappeal@court.ge).
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა