ვაკანსიები
სასამართლო წარმოადგენს საჯარო სამსახურს. სასამართლოს მოხელეთა შერჩევის წესს ადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი. ამ კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:
,,მუხლი 29. თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით
1. პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.’’

კანონი ითვალისწინებს საჯარო მოსამსახურის უკონკურსოდ დანიშვნის შესაძლებლობასაც. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად:
,,მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა
თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები; (14.04.2006. N2884)
ა1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები; (10.11.2006. N3653)
ბ) მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები და მრჩევლები;
გ) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები;
დ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
ე) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
ვ) ამოღებულია (21.07.2010 N 3549)’’

ამჟამად, საჯარო მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული არ არის.
კონკურსები
ვაკანსიები
საჯარო სამსახური
სამართლის კლინიკა
სტაჟირება
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება