იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის #1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, შესაგებლის განახლებული ფორმები.
სასამართლო ფორმების მიზანია ძირითადი საპროცესო დოკუმენტების შინაარსის მიმართ სტანდარტული მიდგომის შემუშავება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
თითოეული მიმაგრებული ფაილი შეიცავს უშუალოდ ფორმას (როგორც ელექტრონულად, ასევე ხელით შესავსებს) და ამავე ფორმის შენიშვნებს. გაითვალისწინეთ, რომ ცალკე ფაილში და ელექტრონულად შესავსებ ფორმაში მოცემული შენიშვნების ტექსტი იდენტურია.
ახალი ფორმების თაობაზე კითხვის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@court.ge |