ვაკანსიებისამართლის კლინიკა
თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2007 წელს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე შესაძლებლობა გაქვთ - სამაგისტრო სწავლების ერთ-ერთი პრაქტიკული კომპონენტი გაიაროთ თბილისის სააპელაციო სასამართლის კლინიკაში. კლინიკაში საქმიანობა ხორციელდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებებით.

კლინიკაში დასაქმებულ მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ აქტიურად ჩაერთონ და აითვისონ სასამართლოში საქმეთა მომზადებისა და განხილვის სპეციფიკა, შეისწავლონ ცალკეული საპროცესო დოკუმენტების მომზადების ტექნიკა და ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია პრაქტიკული საქმიანობისთვის, იმუშაონ გადაწყვეტილებებისა და განჩინებების პროექტებზე, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, გამოიმუშავონ სამართლის ნორმის სწორი განმარტების უნარი, დაესწრონ სასამართლო პროცესებს. ამასთანავე, მოცემული კლინიკა მიზნად ისახავს სტუდენტებში სამართლებრივი აზროვნების, სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, პროფესიული მეტყველების უნარის განვითარებასა და საბოლოოდ მაღალი კვალიფიკაციის იურისტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
კლინკაში საქმიანობის დაწყების წინაპირობაა გასაუბრების წარმატებით გავლა.
საჯარო სამსახური
სამართლის კლინიკა
სტაჟირება
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება