სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი ფიზიკური პირის სარჩელი დააკამაყოფილა

[ 2011-02-28 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე - მამუკა გობეჯიშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენაზე.
მოსარჩელე მამუკა გობეჯიშვილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის განკარგულებით 2010 წლის 01 ნოემბერს გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე; მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მითითებული განკარგულების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ 25 ოქტომბრის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას, რის შესახებაც რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ 29 ოქტომბერს, აცნობა ადმინისტრაციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ვინაიდან მიიჩნია, რომ სადაო განკარგულება არ იყო გამოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის საფუძველზე; კერძოდ, ადმინისტრაციამ პირველ ნოემბერს მიიღო განკარგულება მოსამსახურის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ 25 ოქტომბრის განცხადებაზე დაყრდნობით, ისე, რომ არ გაითვალისწინა მოსამსახურის 29 ოქტომბრის განცხადება, რომელშიც ის უარს ამბობდა პირადი განცხადებით სამსახურიდან დათხოვნაზე;
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ხელახლა განიხილოს მოსარჩელის განცხადებები, გამოიკვლიოს მოსამსახურის ნების გამოვლენის ნამდვილობა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება