სიახლეები
შვილის მკვლელობის მცდელობისთვის მამა სრულად აგებს პასუხს

[ 2011-03-14 ]

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული ცხრაწლიან სასჯელს მოიხდის.
საქმის მასალების მიხედვით 2010 წლის 4 ოქტომბერს სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნებულ მევლუდ ქეშელაშვილს მეუღლესთან კამათი მოუვიდა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტს კახაბერ ქეშელაშვილი შეესწრო და მამას სთხოვა შეეწყვიტა დედის შეურაცხყოფა, მამა-შვილს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც შურისძიების მოტივით მევლუდ ქეშელაშვილმა საკუთარი შვილის მოკვლა განიზრახა, დანით შეიარაღდა და შვილს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული სამედიცინო დახმარების შედეგად ჯახაბერ ქეშელაშვილს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მევლუდ ქეშელაშვილი დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულმა გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრით მევლუდ ქეშელაშვილი ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. დაცვის მხარის განმარტებით მევლუდ ქეშელაშვილს შვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა, ამიტომ მისი ქმედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით უნდა დაკვალიფიცირდეს.
დაცვის მხარის არგუმენტები სააპელაციო სასამართლოსათვის არასაკმარისი აღმოჩნდა, შესაბამისად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცის მხარის მოთოვნა, მიიჩნია, რომ განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება