სიახლეები
უვადო პატიმრობა განზრახ მკვლელობისთვის

[ 2011-04-08 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი თორაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
უვადო თავისუფლების აღკვეთა გ. თორაძეს დამამძიმებელ გარემოებებში _ ორი პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით _ განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის მიესაჯა.
საქმის მასალების მიხედვით, გ. თორაძეს კაზინოში წაგებული თანხის გამო ეკონომიური პრობლემები შეექმნა. მან ფულადი თანხის და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით მისი ნათესავის _ გია თუშიშვილის ოჯახში სტუმრობა, სახლში მყოფი ქალბატონების მოკვლა და კვალის დაფარვის მიზნით, საცხოვრებელი ბინის გადაწვა განიზრახა.
მსჯავრდებულმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა, სახლში მყოფ ქალბატონებს 20-20 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ძვირფასეულობა შეაგროვა, კვალის დასაფარად ბინა გადაწვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩადენილი დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. თორაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა გაასაჩივრა და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მოითხოვა. მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა და დაზარალებულს პატიება სთხოვა.
სასჯელის მაქსიმალური ზომის შემცირების მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, პალატამ ჩათვალა, რომ მისჯილი სასჯელი ადექვატურია ჩადენილი სასტიკი ქმედების სიმძიმისა და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება