სიახლეები
საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს

[ 2013-12-28 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 26 დეკემბერს №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინება ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნტის დანაწესზე, რომლის მიხედვით სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა განჩინების მიღებისთანავე და გადაეცა საქმეში მონაწილე მხარეებს. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი უგულავა ითვლება ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენებულად და მას არ აქვს უფლება განახორციელოს ქალაქის მერისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება