სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სხდომის დარბაზიდან მორიგი მსჯავრდებული გაათავისუფლა

[ 18.07.2008 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 18 ივლისს სხდომის დარბაზიდან მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული გაათავისუფლა.

თამარ ნემსიწვერიძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრი საკუთარი ქმრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლი) და 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ციხეში 1 წლისა და 12 დღის გატარების შემდეგ, თამარ ნემსიწვერიძე გამამართლებელი განაჩენით, სასამართლოს სხდომის დარბაზიდან იქნა გათავისუფლებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსამართლე მანანა ოთარაშვილის თავმჯდომარეობით (პალატის მოსამართლეები – ლია ორკოდაშვილი, თამარ ალანია), პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა, თ.ნემსიწვერიძე ქმრის მკვლელობის მცდელობაში უდანაშაულოდ სცნო და სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლოს შემადგენლობამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩედნილი იყო არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ განზრახ მსუბუქი დაზიანება, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ალკოჰოლიკი ქმრის აგრესიისგან. მსგავს ფაქტებს ინციდენტამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი, რაც საბოლოოდ თ.ნემსიწვერიძის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფითა და საავადმყოფოში გატარებული რამდენიმე დღით სრულდებოდა.

53 წლის ექიმი ქალბატონი სამართლიანი სასამართლოს წყალობით ოჯახსა და საზოგადოებას დაუბრუნდა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება