სიახლეები
განახევრებული სასჯელი

[ 20.05.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 16 წლით მსჯავრდებული მერაბ მეოტიშვილი ბრალდების ნაწილში გაამართლა და სასჯელის ვადა გაუნახევრა.

პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენით, მეოტიშვილს ბრალი ედებოდა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ ხულიგნური ქვენაგრძნობით და ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხებოდა 2006 წელს ჩადენილ დანაშაულს. 2006 წლის ოქტომბრის თვეში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ. მეოტიშვილმა, სრულიად უმიზეზოდ დაარტყა დანა რესტორნიდან გამოსულ ზურაბ ბარნაბიშვილსა და ნოდარ შარაბიძეს, რითაც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა მათ, კერძოდ მუცლისა და გულმკერდის არეში მძიმე ხარისხის ჭრილობები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მეოტიშვილი ბრალდების ყველა ეპიზოდში სცნო დამნაშავედ და სასჯელის მაქსიმუმი განუსაზღვრა.

მ. მეოტიშვილმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. მისი მტკიცებით, დანაშაულის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია ხულიგნურ ქვენაგრძნობას, შესაბამისად განაჩენში ხულიგნურ ქვენაგრძნობაზე მსჯელობას, რაც სასჯელის ზომას საგრძნობლად ზრდიდა, იგი არასწორად და დაუსაბუთებლად მიიჩნევდა და სააპელაციო სასამართლოს ამ ნაწილში გამართლებას სთხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით (პალატის მოსამართლეები – ლია ორკოდაშვილი, მანანა ოთარაშვილი), საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მეოტიშვილს დაზარალებულების მიმართ მართლაც არ ამოძრავებდა ხულიგნური ქვენაგრძნობა, რაც მოწმეთა ჩვენებების გარდა იმითაც დასტურდება, რომ დაზარალებულებსა და მ. მეოტიშვილს შორის რესტორანში წარმოშობილი კონფლიქტის წამომწყებნი დაზარალებულები იყვნენ და არა მეოტიშვილი.


სისხლის სამართლი საქმეთა პალატამ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ნაწილობრივი აღიარება, დანაშაულის მონანიება და მ. მეოტიშვილს სასჯელი გაუნახევრა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება