საერთო სასამართლოებიახალციხის რაიონული სასამართლო
რევაზ კაჭკაჭაშვილი

დაიბადა 1958 წელს ადიგენის რაონის სოფ. არალში.

1965-1975 წლებში სწავლობდა სოფ. არდის საშუალო სკოლაში.

1975-1980 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტის რკინიგზის ტრანსპორტისა და ელექტროფიკაციის სპეციალობაზე.

1994-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1994-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სისტემაში ახალციხის რაიონის სასამართლო აღმასრულებლის, ახალციხის რაიონული სააღსრულებო ბიუროს უფროსის, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსისა და სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობებზე.

2001 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრად და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა ახალციხის რაიონის ადვოკატურაში, სადაც 2001 წლის ოქტომბრიდან ასრულებდა ადიგენის ადვოკატურის გამგის მოვალეობას.

2005 წლიდან 2006 წლამდე საადვოკატო ფირმა ,,გიორგი" ში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის #146 ბრძანებულებით დაინიშნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება