საერთო სასამართლოებიგარდაბნის რაიონული სასამართლო
ქეთევან ლუაშვილი

დაიბადა 1957 წლის 25 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფ. ბაკურციხეში.

1975 წელს დაამთავრა საშ.სკოლა.

1975-1977 წლებში მუშაობდა ბაკურციხის საბჭოთა მეურნეობაში მუშად.

1982 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1982-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კონსულტანტის თანამდებობაზე.

1984 წლის აპრილიდან მუშაობს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის #378 განკარგულებით დაევალა სასამართლო უფლებამოსილების განხორციელება გარდაბნის რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 15 ნოემბრამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 დეკემბრის #1323 განკარგულებით დაეკისრა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 მაისის #514 განკარგულებით შეუწყდა უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 ივნისის #297 ბრძანებულებით დაინიშნა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება