სტრუქტურაადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მანანა ჩოხელი

დაიბადა 1959 წლის 11 ივლისს, წითელწყაროს (ამჟამად დედოფლისწყაროს) რაიონის სოფელ ზემო ქედში.

1976 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

1984 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1984-1985 წლებში იყო წითელწყაროს რაიონის იურიდიული კონსულტაციის სტაჟიორი ადვოკატი.

1985-1993 წლებში მუშაობდა წითელწყაროს, შემდგომში დედოფლისწყაროს რაიონის იურიდიულ კონსულტაციაში ადვოკატად.

1993-1999 წლებში იყო დედოფლისწყაროს რაიონის ადმინისტრაციული მოსამართლე.

1999-2004 წლებში იყო ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება