სტრუქტურასამოქალაქო საქმეთა პალატა
ბესარიონ ტაბაღუა

დაიბადა 1979 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში.

1996 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკომონიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სტაჟიორი.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს სტაჟიორი პროკურორი.

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორად.

2007 წელს (თებერვლიდან დეკემბრამდე) მუშაობდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2007-2009 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2009 წელს (მარტიდან ივნისამდე) მუშაობდა სს ''მშენმექანიზაციაში'' იურისტად.

2009 წლიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ამჟამად მივლინებულია და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თელავის რაიონულ სასამართლოში.

არის დასაოჯახებელი.



[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება