სტრუქტურასამოქალაქო საქმეთა პალატა
ალექსანდრე იოსელიანი

დაიბადა 1970 წლის 21 სექტემბერს, ქ. თბილისში.


1987 წელს დაამთავრა თბილისის #54 საშუალო სკოლა.

1987-1991 წლებში სწავლობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში.

არის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში.

1996 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნირებათა აკადემიასთან არსებული ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-1999 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

დამთავრებული აქვს საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებული აქვს სამი სამეცნიერო ნაშრომი.

1996-1997 წლებში მუშაობდა სს ''საქართველოს ბანკში'' იურისტად.

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსად.

2000-2001 წლიდან მუშაობდა იურისტთა და ადვოკატთა კავშირ ''პროცესის'' იურისტ-კონსულტანტად.

2001-2003 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება