სტრუქტურასაგამოძიებო კოლეგია
გიორგი მიროტაძე

დაიბადა 1975 წლის 6 იანვარს ქ. ჭიათურაში.
1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #16 საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის სასკოლათაშორისო სასწავლო საწარმოო კომბინატი (კომპიუტერული სკოლა) ოპერატორ-პროგრამისტის კვალიფიკაციით.
1991-1992 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის #104 პროფესიულ ტექნიკური სასწავლებელში.
1992 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდილ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომლის სრული კურსი - იურისტის კვალიფიკაციით დაამთავრა 1998 წელს.
1994-1995 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს სამეურნეო განყოფილებაში.
1999-2000წწ. მუშაობდა ქ. რუსთავში არასახელმწიფო მრავალპროფილიანი სკოლა ~რეცა~-ს სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების მასწავლებლად.
2000-2005წწ. მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2005 წლის აპრილიდან სექტემბრამდე მუშაობდა სს ~რუსთავის მეტალურგიული კომბინატის~'რეაბილიტაციის და გაკოტრების მმართველის თანაშემწედ იურიდიულ საკითხებში.
2005-2006წწ. მუშაობდა გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე.
2006-2007წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტის და სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.
2007-2012წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
2012 წლის ნოემბერს ჩაირიცხა სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად.
2013 წლის ივლისიდან ნოემბრამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში უფროს კონსულტანტად.
2013 წლის ნოემბერში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.
2013 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე და უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურატურის სასერთიფიკაციო გამოცდა, ადვოკატთა სასერთიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით.
ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება