|
სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა |
|
მანანა ოთარაშვილი
დაიბადა 1951 წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისში.
1968 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #129 საშუალო სკოლა.
1975 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენის ფაკულტეტი.
1996 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1976-1981 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის სახალხო სასამართლოს სხდომის მდივნად.
1981-1984 წლებში მუშაობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს სხდომის მდივნად.
1984-1992 წლებში მუშაობდა საბურთალოს რაიონის სახალხო სასამართლოს სხდომის მდივნად.
1992-1996 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს კანცელარიის გამგედ.
1996-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ადვოკატურაში, ადვოკატად.
1999-2002 წლებში იყო თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე.
2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
|
|
|